გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში დღეიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები იწყება

23-04-2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი იწყება, რომელიც მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლოვან ისტორიასა და უნივერსიტეტის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში. ლექციათა ციკლს 23 აპრილს  საჯარო ლექციებით გახსნიან უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე -„საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“ და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  ზურაბ გაიპარაშვილი „პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918-1921“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი იწყება, რომელიც მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლოვან ისტორიასა და უნივერსიტეტის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში. ლექციათა ციკლს 23 აპრილს  საჯარო ლექციებით გახსნიან უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე -„საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“ და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  ზურაბ გაიპარაშვილი „პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918-1921“. 
ლექციათა ციკლი ერთი თვის მანძლზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე, 26 მაისამდე გაგრძელდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის და განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს გააცნობენ. 


23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი ასევე წარმოგვიდგენს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას, სადაც გამოფენილი იქნება იშვიათი რარიტეტები, ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთები, რომელიც ასახავს მეცნიერისა და უნივერსიტეტის დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. უნივერსიტეტის დამაარსებელი, ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე  ივანე ჯავახიშვილი 1876 წლის 23 აპრილს დაიბადა თბილისში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ევროპული ყაიდის უნივერსიტეტი თბილისში, პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031