გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ოფიციალური მოსკოვი წუხს, რომ რუსეთის „შეკავების“ სტრატეგიაში საქართველო აქტიურად ჩაერთო

26-12-2017

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რუსეთის შეკავების ნატოს სტრატეგიაში საქართველო აქტიურად ჩაერთო.
როგორც კარასინმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, აღნიშნული საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.
„ამ კონტექსტში ამერიკისა და ნატოს სხვა წევრების ძალისხმევა რეგიონში საქართველოს მილიტარიზაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დასანანია, რომ მეზობლებთან ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, თბილისი აქტიურად ჩაერთო ნატოს სტრატეგიის რეალიზაციაში, რომელიც რუსეთის „შეკავებას“ გულისხმობს. ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს“, - აღნიშნა კარასინმა.
ნოემბერში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების Javelin-ების მიყიდვას მხარი დაუჭირა. ახლა საკითხს მხარი ამერიკის კონგრესმა უნდა დაუჭიროს.
ნოემბერში საკითხის კომენტირებისას, საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ თბილისისა და ვაშინგტონის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში უფრო ინტენსიური გახდება.
წყარო: "პია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30