გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის გვირაბის გადაკეტვის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს “იბოლია“ და სს „ინსტიტუტი იგჰ“ დააჯარიმა

23-04-2018

2018 წლის 19 აპრილს, ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „იბოლიამ“, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა, ნაკადი კი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთო.


შპს „იბოლიამ “მოძრაობის შეწყვეტის შესახებ არ შეატყობინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება.
დეპარტამენტმა კონტარქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. კერძოდ, შპს „იბოლია“, ხელშეკრულების შესაბამისად დაჯარიმდა 27 505.8 ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ - 45 384.57 ლარით.


საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს კონტრაქტორ ორგანიზაციებს, დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დროულად მოახდინონ დეპარტამენტის ინფორმირება ყველა საკითხთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031