გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს

23-04-2018

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ,,მედცენტრში" გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, ის კონტაქტური არ იყო.


ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.


როგორც ,,პირველს" შსს-ში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.


რაც შეეხება მეორე ადამიანს, შსს-ს ცნობით, მას ალკოჰოლოის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.



pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728