გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება იწყება

23-04-2018


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასცემს.


2017 წელს, სამინისტრომ  საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო და ინფორმაციული გარემო - ინტეგრაციის ცენტრი დაარსა. კონკურსის მიზანია გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირება და საგანმანათლებლო კურსების წარმართვა უზრუნველყოს:


  • ქართული ენის კურსი;
    სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება;
    სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ჩამოყალიბება;
    საკონსულტაციო სერვისის შექმნა.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 მაისი, 18:00 საათი.



 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30