გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს იგივე ორდენი გადაეცა, რაც ბავშვებიჭამია ბოკასას

9-01-2021

იყო ასეთი, ცენტრალური აფრიკის იმპერატორი ბოკასა, რომელსაც, როდესაც ჩამოაგდეს, მაცივარში პატარა ბავშვების დაკლული სხეულები უპოვეს იმიტომ, რომ კანიბალიზმით იყო დაკავებული და ხალხს ჭამდა. ბოკასას საპატიო ლეგიონის სამი ორდენი ჰქონდა - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად ძებნაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.


"საპატიო ლეგიონის სხვადასხვა ხარისხის ორდენი მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს.


ყველა, ვინც საფრანგეთში კოვიდთან ბრძოლაში ფულს იხდის და ახლა საფრანგეთს უჭირს იმიტომ, რომ ვაქცინაციის კუთხით განვითარებულ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ფრანგები ისტერიულად ეძებენ, რომ ვაქცინაციის ფული მოიპოვონ, იმიტომ, რომ იქაც არაა მარტივად საბიუჯეტო სიტუაცია.


მაგრამ, შე დალოცვილო, რა გესაფრანგეთება როცა საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანე კოვიდის გავრცელების და გარდაცვალების მხრივ ბევრი თვალსაზრისით. ივანიშვილს უნდა, რომ ფულით ჩინ-მედლები ჩამოიკიდოს. ივანიშვილი თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე ფულს ფრანგების ჯანმრთელობაში დებს" - განაცხადა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930