გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: დასავლეთში ბევრი ადამიანი იყიდება, ვიღაცებს იქაც უყვართ ფული

13-01-2021

ყოველთვის, საბოლოო ჯამში როდესაც არის არჩევანი, დემოკრატია არის მაინც დასავლეთში, ჩვენი მოკავშირე, ცუდი თუ კარგი, მაინც დასავლეთია, და ამერიკაზე მეტი მოკავშირე ჩვენ მაინც არა გვყავს. წერტილი! - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად ძებნაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.


"მე არ ვიზიარებ გატაცებას ამერიკის და დასავლეთის კრიტიკით. კი, რა თქმა უნდა მე თვითონ ვიცი ბევრი სისუსტე, რა თქმა უნდა ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იყიდება, რა თქმა უნდა ვიცი, რომ იმათაც უყვართ ფული, ვიღაცებს, მაგრამ საბოლოო ჯამში დემოკრატიული სისტემა ყოველთვის სჯობს იმას, რასაც გვთავაზობენ შუა აზიის ქვეყნები.


საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი პროკურატურით და თავისუფალი სასამართლოთი, სადაც პოლიტიკური ბრალდებით არავის არ დაიჭერენ" - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930