გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია

13-01-2021

„2012 წლიდან, თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება და მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ. მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადება, რაც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება გახლდათ. დაპირება რეალობად იქცა იმ ქმედითი ნაბიჯებით, რომელიც 2012 წელსვე, მყისიერად დაიწყო. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია.

2012 წელს, ძლიერმა სეტყვამ კახეთში ძირითადი სავარგულები გაანადგურა. ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია, რის საფუძველზეც ფერმერებს წარმოების საშუალება მიეცათ. დაიწყო ხვნა-თესვის პროგრამა. პრაქტიკულად ყამირი, დაუმუშავებელი ნიადაგები დამუშავდა, ეს იყო მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა. ადამიანებს, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმედი გაუჩნდათ; მრავალი ადამიანი დაუბრუნდა სოფლის მეურნეობას და ეს იყო პირველი წარმატება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930