გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რომელიც ევროპულ პოლიტიკასთან თანხვედრაშია

13-01-2021

„ასოცირების ხელშეკრულებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ განსაზღვრა ჩვენი ახლებური, ევროპული განვითარების დღის წესრიგი, რაც დიდ წილად სოფლის მეურნეობის განვითარებასაც გულისხმობს. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პირველი სტრატეგია, შემდგომ უკვე სოფლის განვითარების სტრატეგია, რაც უფრო მეტად სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობას გულისხმობს. დღეს უკვე გვაქვს ახალი დოკუმენტი, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თანმიმდევრულობა შედეგებში აისახა" - ამის შესახებ სოფლის მეურნეობნის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 2012 წლისთვის 3 მლრდ-ზე ოდნავ მეტი იყო.
" 2020 წლის სოფლის მეურნეობის გამოშვება, საპროგნოზო მონაცემებით, 6 მლრდ-მდე უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, თითქმის 50 %-ით არის გაზრდილი. 70 %-ით არის გაზრდილი ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის გამოშვება. პროდუქტიულობა ერთ დასაქმებულზე უფრო გაიზარდა ანუ, უფრო ტექნოლოგიური გახდა სოფლის მეურნეობა. და ერთიც მინდა აღვნიშნო, დამატებითი ღირებულება, ანუ ის, რასაც სოფლის მეურნეობა ქმნის ეკონომიკაში, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში.

ჩვენ მილიარდზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოგვაქვს ყოველ წელს და, პრაქტიკულად, არაფერი გაგვქონდა. დაახლოებით 750 მილიონ დოლარზე მეტი იყო ეს უარყოფითი ბალანსი, რაც დღეს, ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 250 მლნ დოლარს შეადგენს. 500 მლნ დოლარზე მეტით გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ამ სექტორში.

ერთ წელიწადში და მოკლევადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის არცერთი გადაწყვეტილება შედეგს არ იძლევა; სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრი კრიტიკის და სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკაზე უარი არ გვითქვამს. ბევრი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია, მაგრამ თვალსაჩინო მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930