გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში მობრუნება გამორიცხულია; რაც შემეძლო გუნდში ყველაფერი ჩავდე

13-01-2021

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მიაჩნია სწორად კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დაბრუნება.

ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან თუ საზოგადოებას მისი მსგავსი კვლავ სჭირდება, „ქართული ოცნება“ სწორედ ის გუნდია, რომელიც მისნაირებისგან შედგება.

საქართველოს პირველი არხის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, თუ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უკან დაბრუნდება, ივანიშვილი აცხადებს, რომ უკან დაბრუნებას არ აპირებს.

„გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, ის არ იყო ერთი პარტიის გუნდი. როდესაც წავედი პარტიიდან, შეიძლება ითქვას, კოალიციური პარლამენტი იყო, რადგან რამდენიმე პარტიისგან შედგებოდა. 2016 წელს ძალიან ვაქტიურობდი, პროცესებში ვეხმარებოდი გუნდს, რომ მყარად ჩამოყალიბებულიყო თავის იდეოლოგიაზე და პარტია შემდგარიყო, სამწუხაროდ, მე ამასაც ვხედავდი და ალბათ სხვებიც ამჩნევდნენ, რომ ეს ვერ ხერხდებოდა ბევრი მიზეზის გამო. ნახეთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „მწვანეთა პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც უფრო დიდხანს შეინარჩუნეს სახე „ქართული ოცნების“ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამისთვის, წავიდნენ, თუმცა ეს არ იყო ხელოვნური დაშორება. მათ ბუნებრივად, თავად ჰქონდათ სურვილი და არავის ხელი არ შეუშლია. არც იმას დაგიმალავთ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა სურვილი, ერთი შემადგენლობით წარმდგარიყო, როდესაც მე მოვბრუნდი მეორედ პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ დროში პარტია შემდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო. გაჩნდა ხიფათი ობიექტურად, რომ პარტია, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა დაშლილიყო. ეს ხიფათი იყო რეალური. მე მოვბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“. მე რაც შემეძლო, გუნდთან ერთად უკვე გავაკეთე. ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. უკვე გამოცდილ გუნდს და არა იმას, რომელიც ერთი წლის შემდგომ დავტოვე. რაც შეიძლებოდა, ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს? რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930