გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვინ არის შენი პოლიგლოტი - რისთვის სცემა ციხეში ე.წ. მაყურებელმა პატიმარს

14-01-2021

საქართველოს ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. მაყურებელმა პატიმარს იმის გამო სცემა, რომ მან "მაყურებელს" პოლიგლოტი უწოდა.


ამის შესახებ გაზეთი ვერსია რუბრიკით - "პატიმრის დღიური" წერს.


გამოცემის თანახმად, შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ერთ-ერთ საპატიმროში მოხდა:


"ოთხშაბათს, ნასადილევს, 67-ე საკანი ფუტკრის სკას დაემსგავსა. ზონის მაყურებელი, კორპუსების მაყურებლები, რეგიონების მაყურებლები ერთად შემოლაგდნენ და თან ერთი პატიმარი მოიყოლეს. ისე ჰქონდა თავ-პირი დასისხლიანებული, ვერავინ იცნობდა. მაყურებლები იმ ნარისკენ დაიძრნენ, რომლის ნომერი 0578 იყო და მშვიდად ეძინა. ზონის მაყურებელმა ფეხშე ხელი წაჰკრა და გააღვიძა...


- რა ხდება? - ჩუმად იკითხა მან და ნარიდან ჩამოვიდა.


- შეგიძლია დალაგებულად გვესაუბრო? თუ არა, პირზე წყალი შეისხი და გამოფხიზლდი, - უთხრა ზონის მაყურებელმა.


პატიმარმა პირი დაიბანა, ნარზე ჩამოჯდა, ჯერ დასისხლიანებულ პატიმარს შეხედა და შემდეგ რაც შეიძლებოდა მშვიდად წარმოთქვა - გისმენთ.


- მისმინე, თუ 100 პროცენტით იცი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიპასუხე...


- გისმენთ...


- უცხო სიტყვებთან როგორ ხარ?


- ზოგის მნიშვნელობა ვიცი, ზოგის არა. თუ მეცოდინება გეტყვით...


- კარგი, შენ თუ იცი პოლიგლოტი რას ნიშნავს?


- პოლიგლოტი? - გაოცდა 0578.


- ჰო, რა გაგიკვირდა, არ გაგიგია? ხმაში სიმკაცრე გაურია ზონის მაყურებელმა.


- როგორ არ გამიგია, ეგ ნიშნავს ადამიანს, რომელმაც რამდენიმე ენა იცის. მაგალითად, პოლიგლოტად შეიძლება ჩაითვალოს მიხეილ სააკაშვილიც...
- ხომ გეუბნებოდით? - ეს უკვე სახედასისხლიანებული პატიმრის გმინვა იყო.


მაყურებელი ჩაფიქრდა და მტკიცედ თქვა: არ ვიცი შენ რას მეუბნებოდი, მაგრამ მეორედ თუ მეტყვი პოლიგლოტი ხარო, უარესი მოგივა, ხმამღლა გამოაცხადა და კამერიდან ყველა მაყურებელი გავიდა.


პატიმრები მაშინვე სახედასისხლიანებულთან მივიდნენ, სახე მობანეს, იცნეს და ჰკითხეს რა მოხდაო...


- ეს ჩემი ცოდვით სავსე მაყურებელი ამბობდა, ქართული ვიცი, რუსული ვიცი, მეგრული და აზერბაიჯანული ზონაზე მასწავლეს, ახლა ინგლისური უნდა დავამხეცოო... მეც ვუთხარი, რა გინდა პოლიგლოტი ყოფილხარ-მეთქი. მაშინვე მეცა და ცემა დამიწყო. მერე ხომ იცით, როგორ ხდება? მაყურებელი სცემსო და თუ ვინმე კაი ბიჭი იყო, ყველა მე შემდგა. მე ავუხსენი რასაც ნიშნავდა, მაგრამ არ დამიჯერა, ჩემთვის პოლიგლოტი და ხუიგლოტი ერთი და იგივეა, ეგ როგორ მაკადრეო. შენ რომ არ გეთქვა პოლიგლოტი რას ნიშნავს, ალბათ ცემით მომკლავდაო" - ნათქვამია გამოცემის მასალაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930