გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14-01-2021

დღეს სრულიად საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს, ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც დილიდან შესაბამისი განწყობა იგრძნობა. დროშები გამოიფინა როგორც ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის ისტორიულ გერმანულ უბანში.

საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.

,,მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე!ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება. სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728