გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

16-01-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს:

"აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობასა და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას ვუსურვებ.

მნიშვნელოვანია მზექალა შანიძის როლი ქართველოლოგიური საკითხებისა და ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის – ფსალუნის ტექსტის ქართულად თარგმნის ისტორიის კვლევის საქმეში. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დადგენასა და გამოცემას, აგრეთვე, სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერულ შესწავლას.

მზექალა შანიძე, მიუხედავად თავისი ასაკისა, გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია და ამ მხრივ მისაბაძი შემდგომი თაობებისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს მართლაც გამორჩეულ მეცნიერს, ქალბატონ მზექალა შანიძეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930