გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში ცოლ-ქმარი აწამეს და დააყაჩაღეს

24-04-2018

კასპის რაიონის სოფელ ფერმაში ალიოღლების ოჯახს ყაჩაღობის მიზნით სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
დაშავებული ცოლ-ქმრის შვილის საბინა ალახვერდოვას განცხადებით, თავდამსხმელებმა ისინი დააბეს და აწამეს, შედეგად კი 2000 ლარამდე თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს.

„სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. დაგვაბეს. ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს. რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო, იმ დღესვე მოგჭრით თავსო “-ამბობს საბინა ალახვერდოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031