გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როუზ-როსის სემინარის ფარგლებში საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

25-04-2018

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარის ფარგლებში ბათუმში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ნატოს ბრიუსელის სამიტის შესახებ იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სამიტამდე ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები გაჟღერდეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში, რომელსაც ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე მოამზადებს, საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა აისახება.


„ნატო-საქართველოს საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ვიმსჯელეთ ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით. სამიტამდე საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება ვარშავაში, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, რომ ბრიუსელის სამიტამდე ძლიერი მესიჯები, ძლიერი გზავნილები იყოს საქართველოს მხარდამჭერი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გამაძლიერებელი. ამიტომ, პრეზიდენტ პაოლო ალისთან და კომისიის სხვა წევრებთან შევთანხმდით, რომ იმ დეკლარაციში, რომელიც მომზადდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიისთვის, აისახება ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლებში და ექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში. გარდა ამისა, თავისთავად ცხადია, ჩვენ კვლავაც მწვავედ დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სანქციების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დეკლარაციაში სათანადოდ იქნება ასახული“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930