21-01-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ჩიტაძის, ფოთის, ქუთაისის და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.
ამასთან, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას აეროდრომის დასახლების, ბოლქვაძის და მხარგრძელის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობა.