გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთი ადამიანის მკვლელობისა და მეორე პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

22-01-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობ მამაკაცს - 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს - 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930