გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

25-01-2021

ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. განხორციელდება სკოლის ეზოს და ღია სპორტული მოედანის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3მლნ-მდე ლარს შეადგენს.

სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დაამონტაჟა. პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" განახორციელა. აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

1 თებერვლიდან, აჭარაში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება. მიმდინარეობს აქტიური მზადება. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930