გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ჩვენ შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც, იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს

25-01-2021

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.

„ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ჯარისკაცებს ყველას, ვინც აგვისტოს ომის მსხვერპლი იყო, მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც 21 იანვარს ევროპულ სასამართლოში დადგა. ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს. თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს. ძალიან კარგია, რომ ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები ვმსჯელობთ იმაზე თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ტიტანური შრომა, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს მაშინ გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია და ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა. რადგან დავა უკვე დასრულებულია საზოგადოებას უფლება აქვს, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი და კომიტეტები ამ პროცესს კონკრეტულ ფორმას მისცემენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930