26-01-2021
მიმდინარე წლის 27 იანვარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ონლაინ ღია კარის დღე ამჯერად ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ხონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის გაიმართება.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მათ ცენტრის დირექტორი და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მიაწვდიან. შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.
ონლაინ ღია კარის დღე უკვე გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქუთაისის, თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ჭიათურის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.
აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით შეხვედრები ეტაპობრივად სხვა რეგიონების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვისაც გაიმართება. მათ ინფორმირებას კონკრეტული თარიღის შესახებ ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.