გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკი მომხმარებლებსა მზის ელექტროსადგურებისთვის ენერგოკრედიტს სთავაზობს

29-01-2021

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ ნერგავს.

ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის.ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.

ბანკმა ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება პარტნიორების დახმარებით შეძლო.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სიახლეების დანერგვას. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ სრულიადეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი. აღნიშნული პროდუქტი იდეალური წყაროა ალტერნატიული ელექტროენერგიის მისაღებად, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს. ამასთან, მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიის ხარჯები და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. „დაზოგე და იზრუნე გარემოზე“- ესაა ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროექტის განხორციელებისას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/solar-power

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930