გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში ჩეხ კოლეგას შეხვდა

29-01-2021

ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გენერალ ალეს ოპატასთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებები და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივები განიხილა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზიარება ნატოში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო წვრთნებისა და განათლების, ასევე სამხედრო მრეწველობის/ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩეხეთსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930