გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

30-01-2021

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გურიის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ვლადიმერ ბორცვაძემ ლევან ხარაბაძეს და გურამ ზესაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ლევან ხარაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს - მას პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც პერიოდულად ხორციელდება. ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930