გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავა

27-12-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ს.ს.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930