გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: არავინ არის ისე დაინტერესებული შეზღუდვების სწრაფ მოხსნაში, როგორც მთავრობა და პირადად მე

1-02-2021

არავინ არის დღეს ისე დაინტერესებული იმ შეზღუდვების სწრაფ მოხსნაში, როგორც საქართველოს მთავრობა და როგორც პირადად მე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვის ნაჩქარევი მოხსნა შემდგომ კვლავ დახურვას გამოიწვევს.

„არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა არის პირდაპირი მიზეზი იმის, რომ შემდგომ მოგვიწიოს ისევ დახურვა. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესს ვმართავთ, შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის ცოტა უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია პირველ რიგში სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნას.

„უაღრესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ პირველ რიგში, მუნიციპალური ტრანსპორტის და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა. შემდგომ ეკონომიკის ის დარგები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის - ტურიზმი. ჩვენ ფაქტობრივად ვასრულებთ მუშაობას გეგმაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდად, გონივრულად და თანმიმდევრულად დავიწყოთ ნაბიჯები იქეთ, რომ გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში შევძლოთ ტურისტების მიღება. ეს ყველაფერი არის რეალური და ობიექტური. ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ოღონდ არ უნდა ვიჩქაროთ, მოკლევადიანი , სწრაფი შედეგების მისაღწევად. ძალიან კარგად მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე. და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში აქვს თითოეულ ადამიანს და ვერავინ ვერავის შეუზღუდავს უფლებას, გამოთქვას თავისი აზრი, ეს მათი უფლებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ რესტორნებთან და სხვა გასართობ დაწესებულებებთანერთადვიფიქტოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან გახსნაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930