1-02-2021
აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასეთი ურთიერთობა, ასეთი ხარისხობრივი მაღალი დონის ურთიერთობა არ გვქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლობისტურ ინფრასტრუქტურას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ელემენტარული ინფრასტრუქრურა, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება როგორც საქართველოში, ისე მის მსგავს და უფრო ძლიერ ქვეყნებშიც.
„ლობისტური ინფრასტრუქტურა არის ელემენტარული ინფრასტრუქრურა, რომელიც ყოველთვის იყო, არაფერს ახალს თქვენ ახლა არ ამბობთ და ყოველთვის იქნება, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს მსგავს და ბევრად უფრო ძლიერ ქვეყნებშიც. რაც შეეხება პანდემიას, თქვენ დააზუსტეთ, პანდემიიდან გამომდინარე თქვენ ასევე შეგიძლიათ, თუ ასე დეტალურად შეისწავლეთ, შეადაროთ ციფრები, რომლებიც იყო იგივე კომპანიასთან დადებულ კონტრაქტში და ნახოთ, რომ წელს არის რადიკალურად შემცირებული ამ კონტრაქტის ფასი,"- განაცხადა პრემიერმა.