გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, იქ იშრომეთ, იზრუნეთ ჩემზე და მომიგვარეთ პრობლემები, რომლებიც მაქვს

1-02-2021

დღეს, საქართველოს მოქალაქემ, თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში, ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა და ვიღაცას ეს არ ესმის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდ შორის მანდატების გარდა დიალოგის საგანი არის უამრავი, მათ შორის ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აღელვებს საქართველოს მოქალაქეს.

„დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდ შორის მანდატების გარდა დიალოგის საგანი არის უამრავი - ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული, ყოველდღიური პრობლემები. მათ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო უჭირთ ოჯახების რჩენა. მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი პანდემიიდან გამომდინარე და ამიტომ, მე ასე ვუყურებ ამას - დღეს, საქართველოს მოქალაქემ, თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში. იქ არის არჩეული დეპუტატის ადგილი რომელსაც ეს მანდატი საქართველოს მოქალაქემ განუსაზღვრა და თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, ბატონებო. იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომელიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა და ვიღაცას ეს არ ესმის. ვისაც ესმის, ის შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ეს ესმის. ჩემი საბოლოო პასუხი გახლავთ ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930