1-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.
კომპანიის ინფორმაციითვე, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ლისაშვილის, მირზაანის, კიშინოვის, წერონისის, სანავარდოს, თოდრიას, ფირცხალავას და ლაითურის ქუჩების მოსახლეობა.