1-02-2021
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ინფორმაციით, ირანის საზღავრზე გაჩერებული კიდევ 7 სატვირთო ავტომობილის მძღოლი გამოუშვეს.
ს"აზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები და აღნიშნული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის გზები.
აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან. აღსანიშნავია რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო" - აცხადებენ საგარეო უწყებაში.