გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთაწმინდაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2-02-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშენდა 300 მ3 რკ/ბეტონის რეზერვუარი, მოეწყო და შემოიღობა საქლორატოროს შენობა, ასევე განთავსდა ტექნოლოგიური დანადგარები. პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდრო-ემ“-ი ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 439 ლარით დაფინანსდა.

განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს სამოცამდე ოჯახის წყალმომარაგებას.

"სასმელი წყლის სამუშაოები ამჟამად სოფელ დოესში, თეძმისხევში, მიქელწყაროსა და აღაიანშიც მიმდინარეობს" - აღნიშნა კაპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728