2-02-2021
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ცოტნე" ახორციელებს, ღირებულება შეადგენს 1 660 000 ლარს და ფინანსდება 100% სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
29 ივლისს მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა, იმ დღიდანვე აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად და ეფექტიანად ხორციელდება.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ ონის მუნიციპალიტეტს 10 მლნ ლარი გამოუყო, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულ და ხარისხიან აღდგენას.