გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ სააკაშვილი: ყველამ იცის, რომ ზურაბ ჟვანია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - მე ის ძალიან მიყვარდა!

3-02-2021

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსპრემიერი ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა.


ეს განცხადება სააკაშვილმა ჟვანიას გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით გააკეთა.


"მე არ ვიცი ვინ რას ლაპარაკობს. ზურაბ ჟვანია ჩემი ახლო მეგობარი იყო. ყველამ იცის იქ რაც მოხდა. ეს იყო უბედური შემთხვევა. არსებობს ფედერალური ბიუროს დეტალური დასკვნა. ოჯახი ამ დასკვნას იცნობს. ჩვენ ეს დასკვნა გასაგები მიზეზების გამო არ გამოვაქვეყნეთ, იმიტომ, რომ ეს ეხება ადამიანის ბევრ და ძალიან ღრმა ისეთ დეტალს.


ჩემთვის ზურას სახელი წმიდათაწმინდაა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის მისი ოჯახის წევრისთვის, მის სინდისზე იყოს.
მე ძალიან მიყვარდა ზურა ჟვანია და მისი რეპუტაცია, სახელი და ხსოვნა წმიდათაწმიდაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ" - განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031