4-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის, სანდრო მირიანაშვილის, ზაქრაძის და იონა მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაიშაურის, კიკეთის და ნიაბის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობა.