გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: როდესაც პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, ჯარიმა გაორმაგდება

4-02-2021

მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

„ყველაფერი ეს, თითოეული ეს ნაბიჯი ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, არამედ ბიზნესის, კონკრეტული კომპანიების და ყველა სახის ორგანიზაციის. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ უფრო ეფექტური რამ პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე და დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაციაა, ვერ მოიგონა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930