გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

6-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „ ცოტნე", შპს „ჯეი ემ კომპანი', შპს „ამს ტექნიკსი", შპს „ონის სერვის ჯგუფი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „რაჭა 2005", ასევე ამხანაგობა „დელტამშენი" წარმომადგენლებთან.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31