გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-8 როტაცია დაიწყო

7-02-2021

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-8 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა მიმართა, სწავლების დაწყება მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP). მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი აღნიშნულ სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე საბრძოლო სროლებსა და წვრთნების მენეჯმენტს დაეუფლებიან. ბატალიონს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრთან ერთად ამერიკის არმიის ინსტრუქტორები მოამზადებენ. მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა მზადყოფნის პროგრამაში ჩართვამდე, 6 თვიანი წინამოსამზადებელი სწავლება სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიარა. სწავლება 2021 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930