7-02-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 დაბადებული ს.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცივი იარაღით მკლავისა და ხელის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ს.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.