გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: მოვითხოვთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

9-02-2021

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხზე, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

მათი განცხადებით ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი.

თანამომხსენებლები დაუყოვნებლივ მოითხოვენ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ ცხინვალის რეგიონზე რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობას, როგორც ეს აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930