11-02-2021
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად რაჭაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც გუშინ ღამით, საგლოლო - ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე ჩამოწვა მიწის მასა და მოძრაობა შეუძლებელი გახდა.
დღეს დილიდან აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად დაიწყო და საავტომობილო მიმოსვლა დროულად აღდგა. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ონიგზა - 99" ასრულებდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და გაეცნენ არსებულ ვითარებას.
გზების წმენდის სამუშაოები და მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.