12-02-2021
მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყველა, მათ შორის თბილისის, იმერეთისა და ქვემო ქართლის ჩათვლით პირობითი მსჯავდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან.
მსჯავდებულები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, „COVID-19”-ის გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის მიზნით პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლებულები იყვნენ.
არსებული მდგომარეობის დროს, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე პირობით მსჯავდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით მიღებული რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესი მოქმედებდა. წინასწარი შეტყობინების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში პრობაციის ოფიცრები პირადად ახორციელებდნენ პირობით მსჯავდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლს საცხოვრებელ მისამართზე. ასევე ვიზიტის დროს პრობაციის ოფიცრის მიერ დაცული იყო საქართველოს ოკუპირებულიო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დადგენილი რეკომენდაციები.
პრობაციონერები, რომლებმაც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად მსოფლიოში არსებული ვითარებისგან გამომდინარე ვერ მოახერხეს ქვეყანაში დაბრუნება, რაც მათ შესაბამისი დოკუმენტაციის დაადასტურეს, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე გათავისუფლდნენ ნებართვის აღების არსებული ვალდებულებებისგან.
ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან ერთად 1-ელ თებერვლიდან რაიონებში ბიუროებმაც ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს ფუნქციონირება. გამონაკლისი იყო თბილისი, იმერეთი და ქვემო ქართლი, სადაც კვლავ რჩებოდა ტრანსპორტზე შეზღუდვა და ბიურობსაც შეუნარჩუნდათ შეღავათები. უკვე თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში ტრანსპორტის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, პრობაციის ბიუროები მუშაობის ჩვეუკლ რიტმს დაუბრუნდნენ. აქედან გამომდინარე, პრობაციონერების ბიუროში გამოცხადების ვალდებულება 15 თებერვლიდან აღდგება.