გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება

12-02-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში 50 აღსაზრდელზე ახალი საბავშო ბაღის
მშენებლობა გრძელდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით შენობა სრულად დააკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ამჟამად შიდა და გარე პერიმეტრის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობილ შენობაში აღასზრდელებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ. კეთილმოეწყობა საბავშობაღის ეზოც.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას შპს „ხარისხი“ ახორციელებს, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მასზე 696 326 ლარი იხარჯება.

"სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და ბავშვებს მეზობელი სოფლის სამთავისის საბავშვო ბაღით უწევდათ სარგებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის - იგოეთისა და მრგვალი ჭალის აღსაზრდელებს ახალი, სრულად აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნებათ.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ გრაკალსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც მიმდინარეობს.

უახლოეს ხანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ რენეშიც დაიწყება და კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფლის (მ/შ4 საზღვრისპირა და 1 მღალმთიანი) აღსაზრდელები, ასევე თანამედროვედ მოწყობილი საბავშვო ბაღით ისარგებლებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კეთილმოწყობა ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მომავალი თაობისათვის საჭირო პირობები აუცილებელია" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930