გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ეფექტიანი კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სახელმწიფო რწმუნებულების როლია, რომლებმაც ეს უნდა შეასრულონ

12-02-2021

ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების რგოლი რომლებმაც ეს უნდა შეასრულონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურანალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დასავლეთ საქართველოში, პირველ რიგში გურიასა და სამეგრელოში ჩასვლას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი - სახელმწიფო რწმუნებულების კორპუსში განხორციელებული ცვლილებები, რაც მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს გურიაში წარვადგინეთ ახალი გუბერნატორი, სამეგრელოში გუბერნატორს იცნობთ, რამეთუ ის ასრულებდა მოვალეობას. უაღრესად მნიშვნელოვანია გუბერნატორების ფუნქცია, მათი მაკოორდინირებელი როლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. მათ ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული ბევრი პროექტის განხორციელება რეგიონში.

მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ, გლობალურ პანდემიას ვებრძვით, ვაქცინაციის ეტაპს დავიწყებთ უახლოეს პერიოდში და ამაშიც რეგიონების როლი უაღრესად მნიშვნელოვანია. გუბერნატორები პირდაპირ უნდა იყვნენ ჩართულები, ისევე როგორც ეკონომიკური აღდგენის პერიოდისთვისა, რომლისთვისაც ასევე ვემზადებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ბიზნესი, განსაკუთრებით რეგიონში იყოს მხარდაჭერილი სწორად და მიზნობრივად. ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური აღდგენის გეგმის ძირითადი კომპონენტი და ამ გეგმის განხორციელებაში ადგილობრივ დონეს და გუბერნატორებს ექნებათ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების როლი, რომლებმაც ეს უნდა შეასრულონ. მათ ასევე ეყოლებათ რეგიონული მართვის კუთხით ახალი ხელმძღვანელი - კონსტანტინე ანანიაშვილი და დარწმუნებული ვარ, ისინი ყველანი ერთად ამ პრობლემებს მოაგვარებენ", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930