გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახური: უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა

12-02-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 12 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და რომლის შედეგადაც, უწყების თანამშრომელმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.

აღვნიშნავთ, რომ ინციდენტის დროს დაზარალებული შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელმაც განახორციელა ფიზიკური ანგარიშსწორება, უწყების ყოფილი თანამშრომელია.

მას პირადი განცახადების საფუძველზე, დატოვებული ჰქონდა შემოსავლების სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს მომხდარ ფაქტს. უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა უწყებაზე და ემსახურება სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და ღირსების შელახვას" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31