გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩო გაიხსნება

26-04-2018

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისში საუდის არაბეთისსამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე.


“საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების სურვილიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლის მაისში აპირებს სამეფოს საელჩოს გახსნას საქართველოში, დედაქალაქ თბილისში,” აღნიშნულია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ნოტაში.


"აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გააქტიურებას. ამ მიზნით, 2015 წლის იანვარში, საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნადშეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. საქართველო და საუდისარაბეთი აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდროა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.


მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი იყო პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ში ჩვენს IDP რეზოლუციას.

სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პირდაპირი საუდური ინვესტიციების ოდენობამ საქართველოში გადააჭარბა 100 მილიონ აშშ დოლარს ( რა პერიოდში და როდინდელი მონაცემით?). ასევე პოზიტიურიდინამიკა ტურიზმის მიმართულებითაც, მხოლოდ 2017 წელს საქართველოს ეწვია 60 ათასამდე საუდის არაბეთის მოქალაქე, რასაც ხელს კიდევ უფრო შეუწყობს ქართულ ბაზარზე საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Flynas-შემოსვლა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას საუდის არაბეთის უმსხვილესი ქალაქებიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან"-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930