16-02-2021
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 747 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.9%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 228-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 138, ქვემო ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 816, აჭარაში - 152, იმერეთში - 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 38, იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 113, ხოლო აჭარაში - 44.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 864 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 112 პირი, აჭარაში - 609, იმერეთში - 1 204", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.