16-02-2021
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მშენებლობის მიზნით გაცემულია 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11,0 პროცენტით ნაკლები) 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 77,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53,5 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
სულ, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 694,3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 33,5 პროცენტით ნაკლები) 2 134 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,9 პროცენტით ნაკლები).