გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანას აქვს გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე გადაწყვეტილებასთან ახლოა და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება

16-02-2021

მე იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიის თქმით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება.

„დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა მიმდინარე საკითხებს, ვაქცინაციისთვის მზადების პროცესს და იმ გეგმის იმპლემენტაციას, რომელიც ქვეყანას აქვს დასახული. რასაკვირველია, ჩვენი მიზანია, რომ ეს გეგმა იქცეს რეალობად და ბუნებრივია, ამისთვის, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ისიც გვესმის, რომ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა წარმოებასა და ვაქცინების მოთხოვნას შორის და ამიტომაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი.

ჯერჯერობით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, იგივე კოვაქსის პლატფორმიდან. ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება. მე იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გახსნისთვის, მომავალი ფუნქციონირებისთვის და ბევრი სხვა ნიუანსისთვის", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930