გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

17-02-2021

„საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ამერიკის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელიდეგნანმა გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე, უსაფრთხოების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპაციის, მათ შორის, საოკუპაციოხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა დაოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების საკითხებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა დაკელი დეგნანმა ხაზი გაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებულიუკანონო დაკავებების ფაქტებს, განიხილეს კონკრეტული ინციდენტები, მათ შორისზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტი.

„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ამერიკის შეერთებულშტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე, რეგიონი უაღრესად დინამიკურია.

ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელსაც საქართველო, რუსეთის მხრიდან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ხედავს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე, კიბერთავდასხმებსა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოში ამერიკისშეერთებული შტატების ელჩს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930