გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

17-02-2021

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს, 16 თებერვალს პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

სოფელ პიპილეთში, ონჭევში, ჟაშქვასა და სორგითში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.

სოფელ პიპილეთსა და ჟაშქვაში მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.

სოფელ სორგითში წყლის სისტემის მოწესრიგება და შიდა საუბნო გზების რეაბილირაცია, სოფელ ონჭევში კი შიდა საუბნო გზების მოწყობა და წყლის რეზერვუარის მოწყობა დასახელდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930