19-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, გარიყულის, ჩარგლის, გამყრელიძის, სიხარულიძის, თიანეთის და ბარამიძის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, იუნკერთა, მიხეილ იოსელიანის, ფეიქართა, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, რომელაშვილის და ისაკიანის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობა.
"თელასის" ინფორმაციითვე, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ლილოს დასახლების, ჭირნახულის, ავთო ვარაზის და ფრანგულიანის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.